მცენარის დაავადება არის ნივთიერებათა ცვლის ნორმალური ფუნქციის მოშლა. მას იწვევს პარაზიტი მოკროორგანიზმები ან გარემოს არახელსაყრელი პირობები. პარაზიტი შეიძლება იყოს სოკო, ბაქტერია, ვირუსი და სხვა. გარემოს არახელსაყრელ პირობებში იგულისხმება ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები, ასევე შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება. დაავადების ყველა ფორმა იწვევს მცენარის მთლიან დაკნინებას, ან მისი რომელიმე ორგანოს დაზიანებას.

დაავადება გამომწვევი მიზეზის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად:

ა)არაინფექციური დაავადება-იწვევს არახელსაყრელი გარემო ფაქტორები (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენის სიჭარბე ან უკმარისობა, საკვები ნივთირებების უკმარისობა ან სიჭარბე, შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება)

ბ)ინფექციური დაავადებები-იწვევს სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სხვა -დაავადება ხასიათდება შემდეგი გარეგნული ნიშნებით, ანუ სიმპტომებით: ლაქიანობა, ამ დროს მცენარის ან ფოთლის ზედაპირზე ქსოვილები კვდება, მიცელიუმით დაფარვა (ნაცარი, ლპობა) ჭკნობა, ფოთლების დახვევა.

ინფექციური დაავადებები არაინფექციურისაგან განსხვავებით გადამდებია და შეუძლია დიდი ზიანი მიიაყენოს მებაღეს. ამიტომ აუცილებელია მისი დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება.