საბაზისო ანალიზის შედეგად ვიღებთ ინფორმაციას, ნიადაგში არსებული მცენარისთვის ხელმისაწვდომი ისეთი აუცილებელი საკვები ელემენტების შესახებ, როგორიცაა N, P, K, Mg, ასევე განისაღვრება ნიადაგის pH, შედეგების დამუშავების შემდეგ, მუშავდება მცენარეთა გამოკვების სქემა. იმისათვის, რომ მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ნიადაგის შემადგენლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფართო სპექტრის ანალიზი, რომელიც აგრეთვე მოიცავს მეორეხარისხოვანი საკვები ელემენტების, გოგირდის და მიკროელემენტების ანალიზს, რადგან საბაზისო ანალიზი წარმოადგენს საერთო სურათის მხოლოდ ნაწილს და შესაძლებელია სხვა საკვები ელემენტები და ფაქტორები აღმოჩნდეს მცენარის ზრდა-განვითარების შემაფერხებელი პირობა