მონოამონიუმის ფოსფატის უპირატესობები: MAP-100% წყალში ხსნადი მინერალური სასუქია; შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტსა და ფოსფორს მცენარისათვის ადვილად ასათვისებელ ფორმაში. ფოსფორის მაღალი შემცველობა (61% P205) და pH-ის ზომიერი მაჩვენებელი (4,3-4,5) განაპირობებს მის უსაფრთხოებას სხვა ანალოგებთან შედარებით. MAP-ი სუფთა სასუქია, არ შეიცავს მარილებს (Cl- და Na+) მძიმე მეტალების იონებს. ამცირებს ნიტრატების შემცველობას ბოსტნეულში და კარტოფილში.
NH4H2PO4 ≥ 99.5%
მონოამონიუმის ფოსფატი (MAP) - წყალში ხსნადი აზოტ-ფოსფოროვანი მინერალური სასუქია. გამოიყენება ნებისმიერ კულტურაში მთელი ვეგეტაცის პერიოდში ფოსფორის დეფიციტის შესავსებად.
სასუქი MAP-ის გამოყენება, განსაკურებით რეკომენდირებულია ვეგეტაციის დასაწყის პერიოდში, როდესაც საჭიროა მცენარის მძლავრი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბება.
MAP-ი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე - ყვავილობის პერიოდში, ყვავილობა, ნაყოფის ფორმირება.
MAP-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფერტიგაციის (წვეთოვანი მორწყვა) ასევე ფოთლოვანი კვების გზით ნებისმიერ მცენარეში.
წონა
რაოდენობა:
ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები:
უფერო გამჭირვალე კრისტალები ან თეთრი კრისტალური ფხვნილი