ჰოსტრაკოლი

  • ფასი:
    0
  • -პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან.
-მოქმედი ნივთიერება: პროპინები 700 გ/კგ
-პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
-დანიშნულება: კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდე ვაზის, ხეხილოვანი კულტურების, ბოსტნეული კულტურების, კარტოფილისა და ან სხვა ტექნიკური კულტურების სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად.
-შესხურებათა შორის ინტერვალი: 8-10 დღე, კლიმატური პირობების მიხედვით
-პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით უსაფრთხოებისა და გამოყენების ინსტრუქციას;

-შენახვა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში მშრალ - გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას პრეპარატისგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.
გამაღიზიანებელი ნივთიერება : ტოქსიკურობის კლასი: II, იწვევს კანისა და თვალების სუსტ გაღიზიანებას. სასუნთქი გზების ზომიერ გაღიზიანებას. გამოყენებისას აკრძალულია საკვების და სასმელის მიღება, მოწევა.

პირველადი დახმარება: პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით.
შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე, გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მიმართეთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
ზომა
რაოდენობა:
კულტურა:ვაზი, ვაშლი, მსხალი, კარტოფილი, პომიდორი (ღია გრუნტი), კიტრი (ღია გრუნტი), საზამთრო, ნესვი

დაავადება: ჭრაქი, ქეცი, ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი